რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მედიატორი ჩამოდის საქართველოში რაღაც მონახაზით, რაც გახდება მხარეებს შორის მსჯელობის საფუძველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თმით, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წარმოაჩენს პოლიტიკურ ნებას, რომ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან დიალოგის გზით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მინიჭებული აქვს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსა და ევროპული სტრუქტურების მანდატი, შეძლებს, წარმატებით წარმართოს მედიაციის პროცესი. თუ რა თქმა, უნდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წარმოაჩენს პოლიტიკურ ნებას, რომ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან დიალოგის გზით“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.