„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მათი პარტიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ის პუნქტი, რომელიც დაფიქსირებული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გეგმაში.
„დაველოდებით მედიატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ამ დოკუმენტში თუ იქნება ასახული ყველა ის საკითხი, რასაც შეეხებოდა მიშელის გეგმა, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების, საარჩევნო რეფორმის, მართლმლსაჯულების რეფორმის თემები და სხვა.
ეს მონახაზი, რასაც მედიატორი შემოგვთავაზებს, ჩავთვლით რომ იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენს ქვეყანაში დემონსრატიული სისტემის გადასარჩენად და დასაცავად წარმოდგენილი კარგი სამოქმედო გეგმა. ცხადია, რომ ჩვენ შესაბამისად, განვიხილავთ დოკუმენტის ხელმოწერას“, – განაცხადა სამადაშვილმა.