ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ზუგდიდში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ახალგზარდა ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და პოლიცია.