სამოქალაქო აქტივისტები ნიკა მელიას მხარდასაჭერად, ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.
აქტივისტების თქმით, მსვლელობით აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და “კომენდანტის საათს”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები: “ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაიდება, იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას”.