სამოქალაქო აქტივისტები მანქანებით აქცია-მსვლელობას აწყობენ

სამოქალაქო აქტივისტები „ავლაბრის” მეტროდან ავტომობილებით აქცია-მსვლელობას აწყობენ.

აქციის მონაწილეეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

მათი განცხადებით, პროტესტი ფარულ ადიო ჩანაწერს უკავშირდება.

აქტივისტები ამბობენ, რომ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიება უნდა დაიწყოს, ასევე უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური.

მოთხოვნებს შორის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება კვლავ ძალაში რჩება.