სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა- შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს.

სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგებზე იმსჯელეს.

ლია გიგაურმა დეტალურად ისაუბრა 10 წლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიის 2021-2030 წლების პროექტის დოკუმენტში აისახება.

შეხვედრაში ქვემო ქართლის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით მომზადდა.