საწვავის გაზრდილი ფასები- რუსთავში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა რუსთაველებმა დღეს საწვავის ფასის გაძვირება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, საწვავის ფასი გაიაფების ნაცვლად, დღითიდღე მატულობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
საწვავის ღირებულების გამო აქცია რუსთავის გარდა, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.