“სატანის ფეხსაცმელი” რომელიც ადამიანის სისხლს შეიცავს – Nike-ი კომპანია MSCHF-ს უჩივის

” Satan Shoes” – ის გამო მსოფლიო ბრენდი Nike-ი კომპანია MSCHF-ს უჩივის. ფეხსაცმელი ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავს.

MSCHF– მა ორშაბათს 666 წყვილი ფეხსაცმელი, რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით გამოუშვა და ისინი ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ფეხსაცმლის ღირებულება 1 018 დოლარია.

Satan Shoes-ს საფუძვლად Nike-ის მოდელი Air Max 97 უდევს, თუმცა Nike კომპანიას სავაჭრო ნიშნის დარღვევაში ადანაშაულებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამასთან საერთო არაფერი აქვთ.

BBC-ის ინფორმაციით, Nike სასამართლოს სთხოვს,  შეაჩეროს MSCHF-მა ფეხსაცმლის გაყიდვა და არ დაუშვას მისი ცნობილი Swoosh დიზაინის ნიშნის გამოყენება.

“MSCHF-ის არაავტორიზებულმა სატანის ფეხსაცმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს დაბნეულობა და შექმნას მცდარი კავშირი MSCHF-ის პროდუქტებსა და Nike– ს შორის,” – აღნიშნულია სპორტული ფეხსაცმლის გიგანტის NIKE-ს განცხადებაში.

ფეხსაცმელზე არის წარწერა LUKE 10:18, რაც ლუკას სახარების ნაწყვეტზე მიგვანიშნებს – “დავინახე სატანა ციდან ელვისებურად ეცემოდა”.

ფეხსაცმელმა, რომელიც ადამინის სისხლს შეიცავს და მისმა სახელწოდებამ Satan Shoes – სატანის ფეხსაცმელი, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.