საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება

საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება. კომისიის წევრებს  შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ამასთან,  წევრებს იმ პირობით აირჩევენ, თუ მათ მხარს დაუჭერს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ასეთი წესი “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილბებით შემოდის, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.

პოლიტიკური პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წარმომადგენელს ეძლევა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურება, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა: – პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი; პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს პარლამენტის სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.