საფეხბურთო კლუბმა “გარდაბანი” მიმდინარე წლის მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა “დინამო სოხუმის” წინააღმდეგ.
შეხვედრა გარდაბნელთა სასარგებლოდ წარიმართა და ანგარიშით 2:0 დასრულდა.
საფეხბურთო კლუბები აქტიურად აგრძელებენ მზადებას რეგიონ ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად.
რეგიონ ლიგის გათამაშებამდე კლუბებს კიდევ რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვთ ჩასატარებელი.