„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის სეზონის მესამე ტურის შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ რუსეთს კალინინგრადში ესტუმრენ და მეტოქე ანგარიშით 6: 23 დაამარცხეს.
სტუმრები მატჩის სტარტზე თედო აბჟანდაძის ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც 29-ე წუთზე „ბორჯღალოსნების“ 30 მეტრიანი მოლი, ხაზზე ჩათამაშება და ტაბუცაძის ლელო მოჰყვა – 11:0.