საქართველოში კოვიდ ვაქცინით პირველი ადამიანი სამეგრელოში აიცრა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყნაში პირველი ადამიანი ზუგდიდში აიცრა. ვაქცინა „ევექსის“ ექიმმა გაიკეთა.

პირველ ეტაპზე, ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2 067 მუშაკია დარეგისტრირებული.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.