საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდება

საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდება. საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობენ.

როგორც მთავრობის სხდომის დღის წესრიგშია მითითებული, ერთ-ერთ საკითხად განიხილება საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „27 იანვრის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ“.

საკითხზე მომხსენებელია ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.