სახალხო დამცველი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

მას ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს. ლომჯარია 100 ცნობილი ადამიანიდან  პირველია, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ 100 ცნობილ ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის ჩაუტარდება.