ქალის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს – დედა თავის დაწვით იმუქრება

ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს.

გარდაცვლილი ქალის ოჯახის ადვოკატის განცხადებით,  მიზეზი ნაფიცმსაჯულთა შესაძლო ვერ შერჩევაა. როგორც უფლებადამცველი ამბობს,  თუ მსაჯულების შერჩევა ვერ მოესწრება, ბრალდებული გათავისუფლდება.

ადვოკატების თქმით,  დაკავებული არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად,  გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს.

ადვოკატი ამბობს, რომ  თუ ბრალდებული საპატიმროს დატოვებს, გარდაცვლილის დედა თავის დაწვით იმუქრება.

მკვლელობა ქუთაისში 2020 წლის ივლისში მოხდა. 45 წლის ქალმა განსაკუთრებული სისასტიკით 32 წლის ქალი მოკლა. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.