ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი გაათანაბრა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ჰიდენოუმის დაუპირისპირდა.

ბ რძოლა დაძაბული აღმოჩნდა. შეჯახების შემდეგ მეტოქეებმა ერთმანეთის მავაშები (ქამარი) ორივე ხელებით აიღეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტოჩინოშინმა ჰიდენოუმი დოჰიოდან გაიყვანა.

ლევან გორგაძე მარტის ბაშოს ბოლო შეხვედრას ხვალ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში კაჩიკოშის (დადებითი ბალანსი) გაიფორმებს.