უხვი ნალექი ხაშურში – ეზოები და ქუჩები დაიტბორა

ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ეზოებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში პრობლემები შექმნა. დაიტბორა სახლების ეზოები და ასევე, სანიაღვრე არხებში წყლის დონის აწევამ გამოიწვია რამდენიმე ქუჩის დატბორვა.

ადგილზე დილიდან მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეც. ტექნიკა.

შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია. რეგიონის მაცხოვრებლებს მატერიალური ზარალი არ მიუღიათ.