ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის Pfizer-ით აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი. გასული ერთი დღის განმავლობაში 129 ადამიანი აიცრა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საიტზე დარეგისტრირების საშუალება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ. მოქალაქეებს Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებაც აქვთ.