ფაშინიანი​ ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ემზადება

სომხეთში საპროტესტო გამოსვლისთვის ემზადებიან. აქცია ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეებმა დააორგანიზეს.

შეკრება მარშალ ბაგრამიანის მოედანზე იგეგმება. როგორც უცხოური მედია იუწყება, ამ ფორმით ოპოზიციას სურს აჩვენოს, რომ მოქმედ პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი.

პარალელურად, ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ემზადება ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადაა.

“ხავერდის დასასრული” – ეს იქნება სლოგანი, რომლითაც ფაშინიანი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს.