ქალთა საერთაშორისო დღე მარნეულში ექიმ ქალებს მიულოცეს

მარნეულის მერიაში 8 მარტი მუნიციპალიტეტში მოღვაწე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ ქალებს მიულოცეს.

ღონისძიებაზე დამსწრე ექიმებს, სიმბოლურად ყვავილების თაიგულები და პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.