“ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში” – პრეზიდენტის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 1-ლი აპრილიდან იწყება კონცერტების ციკლი “ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში”. ღონისძიებებზე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონცერტების მიზანია, როგორც ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი, უცნობი ავტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების წახალისება.

კონცერტების ციკლს 1-ლ აპრილს გახსნის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.