„ქართული ოცნების’“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება და მისი მოვალეობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია იქნება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველი საკითხი იყო ახალი მდივანი, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწონა უმრავლესობამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.