შატილში, სკოლის დამხმარე შენობაში ხანძარია

შატილში, სკოლის დამხმარე შენობაში ხანძარია. შენობა სკოლიდან განცალკევებულია და როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე გასულია როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები.