“შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს”

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცახდებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდენენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე.

საკითხების ჩამონათვალშია საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმა.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, როემლიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.