შეიარაღბული თავდასხმა სპა-ცენტრებზე – ჯორჯიის შტატში 8 ადამიანი მოკლეს

ჯორჯიის შტატში ცეცხლსასროლი იარაღით 8 ადამიანი მოკლეს.  დაღუპულთაგან 6 აზიური წარმოშობის ქალია.

მკვლელობები ქალაქ ატლანტასა და მის შემოგარენში, 3 სხვადასხვა ადგილზე, მასაჟის სალონსა და სპა ცენტრებში მოხდა.

საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 21 წლის ჯორჯიის შტატის მაცხოვრებელი.

სამართალდამცველები, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სამივე ადგილზე დანაშაული რობერტ აარონ ლონგმა ჩაიდინა.