კოლორადოში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 51 წლის პოლიციელია, რომელიც პირველი იყო, ვინც სუპერმარკეტში საპასუხო ცეცხლი გახსნა.
ინციდენტი ქალაქ ბაულდერში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი სუპერმარკეტში გახსნა.
ჯერჯერობით უცნობია მოტივი. თავდამსხმელი დაკავებულია.