შეიარაღებულმა პირმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 ადამიანი მოკლა

კოლორადოში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 51 წლის პოლიციელია, რომელიც პირველი იყო, ვინც სუპერმარკეტში საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ინციდენტი ქალაქ ბაულდერში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი სუპერმარკეტში გახსნა.

ჯერჯერობით უცნობია მოტივი. თავდამსხმელი დაკავებულია.