შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
უწყებასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა შენობის ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი უფლებაც თავდაპირველად პოლიციის წარმოამდგენლებმა არ მისცეს.
აქტივისტების განცხადებით, პოლიციელები, რომლებიც კრიმინალს უნდა იცავდნენ, ივანიშვილის მილიარდების უსაფრთხოებას იცავენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელს იხდის, ავტოკოლონებით მხარდასაჭერ მსვლელობას – „თავისუფლებისთვის” მართავენ.