“ჩემთვისაც გაუგებარია” – რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე რჩება

სოსო ტყემალაძის იურისტები საპასუხო სარჩელზე მუშაობენ. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ტყემალაძისთვისაც გაუგებარია.

” ჩემი კანდიდატურა არ დახარვეზებულა. დახარვეზებულია წესდების წარდგენა. ჩემთვისაც გაუგებარია, მაგრამ საჯარო რეესტრია და იურისტები მუშაობენ” -განაცხადა ტყემალაძემ.

საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის ახალარჩეული პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ამის მიზეზად უწყებამ პროცესუალური დარღვევები დაასახელა.