ჩინეთის დედაქალაქს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს.
პეკინი მტვრის სქელი ფენითაა დაფარული და დაბინძურების მაჩვენებელი ზოგიერთ რაიონში დასაშვებ ნორმას 160-ჯერ აჭარბებს.
ხილვადობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ჩინეთის დედაქალაქში რამდენიმე ასეული ფრენა გადაიდო. პეკინში ქვიშის დიდი მასა ძლიერმა ქარმა შიდა მონღოლეთის რეგიონიდან მიიტანა.
ქვიშის ქარიშხალმა ჩინეთის 12 პროვინცია დააზარალა.