ჩოხატაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დაბა ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორსართულიანი კერძო სახლი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით,  ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი.