სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი, ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, სამტრედიის ქ.9-ში მდებარებე საშაურმე „რეტროში“ შემოწმებას ახორციელებს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ინსპექტირების ფარგლებში დაგეგმილია ნიმუშების აღება და კვლევა.
შეგახსენებთ, ბოჭორიშვილის კლინიკაში კვებითი ონტოქსიკაციით 9 პირი გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა.