უამინდობამ რუსთავში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა მაჩაბლის N6-ში საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანა. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არის სახურავის ჩამოვარდნის საშიშროება. ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. როგორც მაშველები ამბობენ, ქარის შედეგად კორპუსის სახურავი დაზიანდა, ისინი კი მისი უსაფრთხოდ გადატანის პროცესში არიან ჩართულები.
მისამართზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები.