წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად ადამიანი დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაკიფუში მოხდა. ადგილზე ამ დრომდე გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.