მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბავშვებსა და მოზარდებს იყენებდა მათი მშობლების წინააღმდეგ.
„ნაციონალურ მოძრაობას“, მათ დამქაშებს, დაჯგუფებებსა და განყოფილებებს მივმართავ, რომელთაც დღეს პოლიტიკური პარტია ჰქვიათ და ზოგიერთი ჟურნალისტი ხართ მათი პარტიული ტელევიზიები. თქვენ ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ თქვენ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი იყო ბერა ივანიშვილი. რატომ აკეთებდით, ამას? იმიტომ, რომ ბავშვები და მოზარდები გამოგეყენებინათ მათი მშობლების წინააღმდეგ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა ვანოზე. იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას ხდება ამ უკანონო ჩანაწერების უსირცხვილო დამონტაჟება და ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების. ამიტომ, მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებდი ვინ გააკეთა ეს უკანონო ჩანაწერი, ვინ გაიტანა და სად გაიტანა, ასევე როგორ, ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველა მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოს.
„თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია. კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით. მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. ეს იყო მიზანი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ და ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ. ეს ბოროტება დღესაც გრძელდება და საბოლოო წერტილი რომ დაესვას, ეს საკითხებია გამოსაძიებელი. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღესაც იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ როგორც მაშინ იყვნენ ვანოზე და ქარდავაზე, ისე დგანან დღეს და ამისგან თუ არ გათავისუფლდნენ, მათ პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. პროკურორი რომ ვიყო, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით, როგორ მოხდა ეს ჩანაწერი რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ და რა მიზანს ისახავდა. თუ გამოძიება დაიწყო, თქვენგან მესმის, დაველოდოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.