კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს დაუნერგავს.
“სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომლებიც ერთის მხრივ საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. და ამ ახალგაზრდა თაობებში განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა, იმისთვის, რომ მათ იცოდნენ, რომ მათი მშობლიური ადგილი არის აფხაზეთი იქნება ეს თუ ცხინვალის რეგიონი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.