ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 10 სასულიერი პირს – 6 მონაზონსა და 4 მორჩილს, ზიარება აუკრძალა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ზიარების აკრძალვის მიზეზად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობა სახელდება.
ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს N3-ე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.