სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს უკიდია , რომელიც ჩიხში დგას და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.