ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს მენეჯმენტს 10-ქულიანი სისტემიდან 8-9 ქულით აფასებს.
“ყოველთვის მეუხერხულება, როდესაც მეკითხებიან რამდენად შევაფასებდი სამინისტროში ჩვენს მენეჯმენტს, მაგრამ არაერთხელ მომისმენია, რამდენად დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, როგორ ვმართავთ პანდემიას. და შეიძლება უკვე დროული იყოს, გადავიდეთ სამინისტროში იმ რეჟიმზე, რომ ჩვენც შევძლოთ და შევაფასოთ ჩვენი თავი და ვთვლი, რომ 10-ბალიანი სისტემაში 8-დან 9 ბალამდე ნამდვილად არის მენეჯმენტის ხარისხი და ის შედეგები, რომელიც გვაქვს განხორციელებული”, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.









