12 მარტი | კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 274 377-ს შეადგენს .ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით.

დღე-ღამეში ვირუსისგან 343 პირი განიკურნა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 267 764-მდე გაიზარდა.

დაფიქსირდა გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  1.24 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.