12 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 მარტს 11:00-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მეგობრობის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის ქუჩებზე, ხოლო 11:00-დან 11:10-მდე და 12:20-დან 12:30 საათამდე – თბილისის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ცურტაველის, მეგობრობის, გორის, ვახუშტის, იაღლუჯის ქუჩებზე, მე-19,მე-17 მიკრორაიონებში.

11:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი.

12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ენაგეთი, შავსაყდარი, ბოგვი, წინწყარო, კოდა, ბორბალო, არდისუბანი, ღოუბანი.

14:30-დან 17:30 საათამდე – აბონენტებს სოფელ წერეთელში და ქ. მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, ნიზამის, ნარიმანოვის, საიათნოვას, ჟორდანიას, ჯაფარიძის, კეცხოველის, ბაგრატიონის ქუჩებზე.

16:15-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, თაზაქენდი, ასევე სოფლებს კაპანახჩი, კალინინო, ვარკეთილის მეურნეობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.