გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, დამია, ცოპი, ახლო ლალო, ტაზაკენდი, ცოფი, ბურმა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, ხიდისყური, ხატისოფელი, ბალახაური, ცურტავი, თამარისი, დაბა კაზრეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის ქალაქ მანგლისში; 14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, კაპანახჩი, ქესალო, თაზაქენდი, ვარკეთილის მეურნეობა, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.