19 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, წმ. ნინოს, გამსახურდიას, რუსთაველის, მუსხელიშვილის, გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:20-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის ქუჩაზე; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გადაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კაპანახჩი, კალინინო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.