2 700 000 ლარიანი პროექტი რუსთავში – ქალაქში წყალარინების სისტემის მოწესრიგება იგეგმება

რუსთავში წყალარინების სისტემის მოწესრიგების პროექტი განხორციელდება. როგორც რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ TV4-ს განუცხადა, პროექტისთვის ჯამში მიმდინარე წელს 600 000 ლარია გათვალისწინებული.

რუსთავის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, მტკვრის სანაპიროს მიმდებარედ არსებული დასახლებებში უსიამოვნო სუნის პრობლემა გადაიჭრება.

“დაახლოებით წელს 600 000 ლარი არის პროექტით გათვალისწინებული. ეს ეტაპი დაიწყება, საბოლოო ღირებულება არის 2 700 000.  მინდა გითხრათ, რომ ის უსიამოვნო სუნი, რომელიც მოდის მტკვრის სანაპიროდან, მოსახლეობის პრობლემას მოაგვარებს და პრობლემა ქალაქს  აღარ ექნება.

ეს წყალარინების  სისტემა მოექცევა დახურულ სივრცეში და გაკეთდება ამ წყალარინების მიმღები სისტემები, რომელიც დაუერთდება მთავარ კოლექტორს. ეს პროექტი ფინანსდება თავიდან ბოლომდე “რუსთავის წყლის” ბიუჯეტიდან”-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.