200-ლარიანი კომპენსაციისთვის განაცხადების წარდგენა გრძელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპენსაციის გაცემის მიზნით, მონაცემთა ბაზაში, დღეის მდგომარეობით, უკვე 197 502 განაცხადია დარეგისტრირებული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს.

ამასთან, მათივე ცნობით, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, თებერვლის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები, მათი წარდგენა შესაძლებელია 22 მარტის ჩათვლით (ვინაიდან 20 მარტი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.