გამყრელიძე: ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა

ვაქცინაცია არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად, ვაქცინის ამ წამლის, ანტიბიოტიკის შეყვანის შემდეგ, გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინფექციიდან 15-20-30 წუთში. შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქციაც,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ, 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული შოკი განუვითარდა.

როგორც NCDC ამბობს, არაფილაქსიური რეაქცია, შესაძლოა, მსუბუქად განვითარდეს, თუმცა არის რისკი ფატალურადაც დამთავრდეს.

“მონაცემი არის დაახლოებით ერთი. არაფილაქსიური რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად, საშუალოდ და საკმაოდ მძიმედ და შეიძლება, სამწუხაროდ, დამთავრდეს ფატალურადაც. ერთ-ერთი ყველზე მძიმე გამოვლინება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი.

დღევანდელ პერიოდში, როცა კოვიდვაქცინები შეიქმნა, განსხვავებით რუტინული ვაქცინებისგან, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები, როდესაც იცრებიან ადამიანები. ჩვენთან სამი დღეა მიმდიანრეობს აცრის პროცესი, ბარათზე წერია, რა არის ხშირი გვერდითი მოვლენა და ნაკლებად ხშირი და ასევე. აცრის პროცესამდე არსებობს სპეციალური გამოკითხვის ბარათი, რომლითაც ექიმი ეკითხება, სადაც არის ის კითხვები, რომელბმაც.შესაძლოა. გამოავლონოს მომატებული რისკი მწვავე ალერგიულ რეაქციაზე.

მიღებული წესია და ჩვენთან ეს ბარათი დამტკიცებულია ნორმატიული აქტით და არის ის ბრძანებაში და ამ ბარათის მიხედვით ხდება გამოკითხვა. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან ამ ვაქცინებს, რომლებიც გამოიყენებიან კოვიდვაქცინაციის პროცესში, ასეთია ექვსი შვიდი ვაქცინა, ყველას აქვს გვერდითი მოვლენების მანიფესტაცია. ბევრად უფრო ხშირი ვიდრე კალენდარულ რუტინურ ვაქცინებზე არის.

ანუ ეს ვაქცინები გახლავან უფრო რეაქტოგენული,  ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციას, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, თავის ტკივილით , სახსრების ტკივილით და ასე შემდეგ.

ამ ტიპის მოვლენები არის დაახლოებით 10-იდან 50  და ზოგ შემთხვევაში მეტ პროცენტში და ეს აქვს ყველა ვაქცინას. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია. ეს ყველაფერი აღინუსხება შესაბამისი სისტემით, რომელსაც ჰქვია იმუნიზაციის შემდგომი რეაქციების კომიტეტეტი და ეს კომიტეტი ამას აღნუსხავს. “-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.