27 წლის ექთნის ოჯახის ახლობელი – წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ახლობლებისინფორმაციით, მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ჩატარებამდე, თავის ტკივილის გამო მედიკამენტები მიიღო.  ოჯახის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნამდე ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

„ჩივილები ჰქონია, რაღაც წამალი მიუღია, რადგან თავის ტკივილი ჰქონია წინა დღით. მეორე დღეს წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა. ახლა ვადგენთ, რატომ მიიღო ეს მედიკამენტი, ვინ მისცა.“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.

გარდაცვლილი ექთნის დედამ, რომელიც ემიგრაციიდან წუხელ, გვიან ღამით დაბრუნდა, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის შვილს ამ დრომდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.