28 მარტის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 415 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ჩატარდა 25 934 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,68%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 219 გამოჯანმრთელდა, 3 751 კი გარდაიცვალა.