4 მარტის წყალმომარაგების შეზღუდვა რუსთავში

კომპანია “რუსთავის წყალი” წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:00-სთ დან 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: დოლიძის, გონაშვილს და ჩოხელის ქუჩებს.

ამასთან, კომპანიის ცნობით, VI მიკრორაიონის N5 კორპუსთან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-დან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
VI მიკრორაიონს, ლომოურის 1-ელ და მე-2 გასასვლელებს.