4 მარტის ეპიდვითარება რუსთავში – გამოვლინდა ახალი შემთხვევები

ბოლო 24 საათში, რუსთავში კორონავირუსზე ტესტი 194 ადამიანს ჩაუტარდა. როგორც TV4-ს რუსთავის დიაგნოსტიკურ და ცხელების ცენტრებში განუცხადეს, გამოკვლეული პირებიდან “კოვიდ-19” 11 ადამიანს დაუდასტურდა.

კერძოდ, ქალაქის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩატარებული 60 ტესტიდან ექვსის პასუხი დადებითია, ხოლო N2 დიაგნოსტიკურში 134 პირიდან, ვირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.